მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე შარაშენიძე: მიზანმიმართული კამპანია ჰესების წინააღმდეგ ქვეყანას ძალიან დააზარალებს

60962ca74cca6
BM.GE
08.05.21 10:15
716
“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და რუსული ინტერესების საკითზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შარაშენიძის განმარტებით, საქართველომ ენერგო-ჰიდრო რესურსების სიმრავლე უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი გახდეს, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

“აშკარად მიზანმიმართული აგრესიული კამპანიაა საქართველოში ჰესების წინააღმდეგ. არ გვაქვს ჩვენ ბევრი სიმდიდრე ქვეყანაში, ერთ-ერთი, რაც მართლა გაგვაჩნია და რამაც შეიძლება, გვაქციოს კონკურენტუნარიანად, ეს არის ჩვენი ენერგო-ჰიდრო რესურსები. სამწუხაროდ, ქვეყანა მათ გამოყენებას ვერ ახერხებს. საქმე არ ეხება მხოლოდ ნამახვანჰესს. აგრესია და კამპანია მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას. შეიძლება, დღეს და ხვალ ეს ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ძალიან დააზარალებს. ვინ დგას ამის უკან და ვის ინტერესებშია, ამის მიხვედრა ძალიან ლოგიკურია”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.