მსხვილი იაპონური კონსორციუმი, JIP Group-ი იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Toshiba-ს $15.3 მილიარდად ყიდულობს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 147-წლიანი ისტორიის მქონე იაპონური კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ გამოსყიდვის თაობაზე კონსორციუმის შემოთავაზება უკვე მიიღო. ფასი, რომელიც JIP Group-მა Toshiba-ს შესთავაზა, ლოგიკურია და ის კომპანიის მიერ საფონდო ბირჟაზე ბოლოს დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 9.6%-იან პრემიუმს წარმოადგენს.
ლეგენდარული იაპონური კომპანიის გაყიდვას უკვე გამოეხმაურნენ ფინანსისტები და ანალიტიკოსები, რომელთა თქმით, JIP Group-ის მფლობელობაში გადასვლით, შესაძლოა, Toshiba-ს ბოლო დროს მეტად ტურბულენტურ ისტორიაში სიმშვიდისა და მდგრადი ზრდის ახალი ეტაპი დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, Toshiba-ს მენეჯმენტში განხეთქილების მთავარი კვანძი სწორედ კომპანიის განვითარების ტრაექტორიაზე გადიოდა, რადგან იაპონელი ინვესტორებთან და იაპონიის ხელისუფლებასთან შედარებით, არაიაპონელ ინვესტორებს ისტორიული იაპონური კომპანიის განვითარება განსხვავებულად წარმოედგინათ.
კომპანიის ასეთ პოლიტიკას განაპირობებს ის, რომ ტექნოლოგიური ბიზნესის გარდა, Toshiba იაპონური ბირთვული ენერგიის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომლის აქტივები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებადაა მიჩნეული და მათი სხვა ეროვნების ინვესტორებზე გასხვისება ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს.
პოლიტიკური საკითხების გარდა, Toshiba-ს ბოლოდროინდელი დაღმავლობა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი სკანდალითაც აიხსნება. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა საბუღალტრო სკანდალში გახვეულ კომპანიას აგრესიული რესტრუქტურიზაციის ჩატარება მოუხდა. მოგვიანებით, Toshiba იძულებული გახდა $6.3 მილიარდად შეფასებული ამერიკული ატომური ელექტროსადგური კომპანიის ბალანსიდან ჩამოწერა - ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ და მარეგულირებლებს ცოტა აკლდათ, რომ Toshiba საფონდო ბირჟიდან მოეხსნათ.
თუკი ეს 15-მილიარდიანი გარიგება წარმატებით დაიხურება, რისი წინაპირობაც ნამდვილად არის, ის აზიაში წელს განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია იქნება. ამავდროულად, ის კერძო კაპიტალის კომპანიის მიერ განხორციელებული ყველაზე მოცულობითი ტრანზაქციაც იქნება, იაპონიის ისტორიაში.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი