Galt & taggart 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლების 15%-ით, 4 მილიარდ დოლარამდე ზრდას ელოდება.
რაც შეეხება დეკემბრის შემოსავლებს, დეკემბერში ქვეყანამ ჯამში 363.3 მლნ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, რაც 2.9-ჯერ არის გაზრდილი წლიურად, ხოლო 67.2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგრანტებს [რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი] უკავიათ, რომლებიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ. დეკემბრის შემოსავლებში რუსეთის წილი 30%-ს აჭარბებს, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნების წილი ჯამურად მხოლოდ 5.3%-ია.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეოთხეზე მეტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის. მეორე ადგილზე 11.4%-ით თურქეთია, ხოლო ევროკავშირის წილი 9.5%-ს შეადგენს. გასულ წელს ჯამში ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა, რაც 39%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. წლიური ზრდა კი 173%-ს აღემატება.
საერთაშოროსო ვიზიტების კუთხით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ზრდა 410.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელზე 26.1%-ით ნაკლებია. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც გასულ წელს 925 561 ვიზიტი განხორციელდა. აქ წლიური ზრდა 183.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
მესამე ადგილზე სომხეთია. აქედან 2022 წელს 742 593 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 351%-ს შეადგენს, ხოლო 45.6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა მოხვდა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, გასულ წელს აქედან 271 266 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 44%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 96.6%-ს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი