მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოტალურ ლოქდაუნზე და გაფართოებულ შეზღუდვებზე დღეს საუბარი არ არის - თამარ გაბუნია

607971985a7fb
ინგა მურუსიძე
16.04.21 15:23
431
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ტოტალურ ლოქდაუნზე და გაფართოებულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, ახლა ყველა მოქალაქის და მთავრობის ამოცანაა, თავიდან აირიდოს შეზღუდვების დაწესება.

„უქმე დღეებს რაც შეეხება, ალბათ მაქსიმალურად განმეორდება ის რეგულაციები, რაც გასული უქმე დღეების პერიოდში იყო, ანუ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ. ინფორმაცია დაზუსტდება და მთავრობის ადმინისტრაცია გაასაჯაროებს.

რაც შეეხება შეზღუდვების განხილვას, დღეს რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, არის აქტიური ტესტირების რეჟიმში პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და გაფართოება, რათა შევძლოთ, რომ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.