მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იქცა Tbilisi Jazz Festival-ი საერთაშორისო დონის ღონისძიებად - 25-წლიანი ისტორია

62c296fea4831
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.22 09:45
657
საქართველოში Tbilisi Jazz Festival გამართვის ისტორია Eastern Promotions-მა 1998 წლიდან დაიწყო და სულ მალე რეგიონში ჯაზ ფესტივალების წამყვანი ორგანიზატორი გახდა. საქართველოში ჯაზ ფესტივალის გამართვის 25-წლიან ისტორიაზე Eastern Promotions-ის დამფუძნებლებმა გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრეს და ფესტივალისთვის ცნობადობის გარდამტეხ პერიოდებში ადგილობრივი ბიზნესის წვლილზე ისაუბრეს.

Eastern Promotions-ს დამფუძნებელი კახა კანდელაკი იხსენებს, რომ თბილისის ჯაზ ფესტივალის შემდეგ ბათუმის ფესტივალის გამართვის ბიძგი თემურ ჭყონიამ და მის კომპანიასთან „კოკა კოლასთან“ პარტნიორობამ მისცა. ის ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა საქართელოში Eastern Promotions-ის მიერ ჩატარებული ფესტივალის მიმართ ინტერესი საერთაშორისო მასშტაბით.

"Tbilisi Jazz Festival-მა გააჩინა მეორე ფესტივალი ბათუმში Black Sea Jazz. ამ ყველაფერს რომ ვიწყებდით, გვერდში "კოკა-კოლა გვედგა". 2007 წელს Joe Cocker-მა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ის სტადიონის არტისტი იყო, რომელიც ერთ გამოსვლაზე 20-30 000-კაციან სტადიონებს ავსებდა. ჩვენ კი ფილარმონიის გარდა სხვა ადგილი არ გვქონდა. ამ პერიოდში დახმარება „კოკა-კოლას“ ვთხოვეთ. თემურ ჭყონია მაშინ ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასს“ აშენებდა. მან თავიდან გვითხრა, რომ ბათუმში ჩაგვეტარებინა ეს ფესტივალი, თუმცა მაშინ არც ინფრასტრუქტურა იყო ამისთვის, არც განთავსების ადგილები, ამიტომ თემურ ჭყონიამ Tbilisi Jazz Festival-ის დაფინანსებაზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ ბათუმის ჯაზ ფესტივალსაც ჩავატარებდით. ჩვენც იმ წელს გავრისკეთ და 2 ფესტივალი მოვაწყვეთ, მაშინ როდესაც წარმოუდგენელი იყო ბათუმში ფესტივალის გამართვა, როცა აეროპორტში არცერთი რეისი არ ჯდებოდა, სასტუმროებიც არ იყო. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ფესტივალის ისტორიაში გარდამტეხი წელი 2012 წელი აღმოჩნდა, როდესაც უკვე ჩვენც რეგიონის ტურნეს ფარგლებში არტისტების საქართველოში ჩამოყვანას გვთავაზობდნენ.

დღეს კი უკვე აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენ გვთხოვენ A კლასის არტისტებზე რეკომენდაციების გაწევას და მომღერლების ქვეყანაში ჩაყვანას. ასევე ფორმულა ერთზე დავხმარებივართ ჯემირო ქუაის და ბლექ აიდ ფისის ჩაყვანაში“, - განაცხადა კახა კანდელაკმა.

Eastern Promotions-ის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძემ კი აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც თბილისში „ჰოსფითალითი“ ინფრასტრუქტურა ნულოვანი იყო, ერთადერთი სასტუმრო, რომელსაც მაღალი კლასის სტუმრების მიღება შეეძლო, ეს „შერატონ მეტეხი პალასი“ და სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო მათი თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება.