მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოვებს თუ არა კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში კვალს? - ნიკა გამყრელიძის პასუხი

5f95d9a1f2b00
ელენე გოგბერაშვილი
26.10.20 00:02
4479
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ნიკა გამყრელიძეს კორონავირუსი ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს, მარტში დაუდასტურდა და ის იმ 10767 ადამიანს შორისაა, ვინც ინფექცია დაამარცხა.

პოსტ-covid ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნიკა გამყრელიძემ #Forbesკვირა-ში ისაუბრა. კითხვაზე - ტოვებს თუ არა covid-19 რაიმე კვალს ადამიანის ორგანიზმში, პასუხობს, რომ მისთვის არ დაუტოვებია. 


"ჩემს შემთხვევაში, არ დაუტოვებია. სრული გამოკვლევა გავიკეთე და არაფერი კვალი არ მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შემთხვევა საკმაოდ მსუბუქი იყო. რთულ შემთხვევებში, როგორც ამბობენ, ტოვებს. 4000 მეტრზე ვცადე ასვლა და მშვენივრად ავედი და ჩამოვედი. კარგად ვარ, ჯერჯერობით", - ამბობს ნიკა გამყრელიძე.

რაც შეეხება მოქალაქეების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას ვირუსზე, რომ covid-19 თითქოს არ არსებობს, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელს ამაზე მოკლე პასუხი აქვს: 

„ალბათ არ გვინდა, რომ დავიჯეროთ. კატასტროფების დაჯერების გვეშინია. მიუღებლობაა ალბათ ცუდის მიმართ, სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ. ალბათ ემოციურ დონეზეა, რაციონალური ახსნა ამას არ აქვს“, - აღნიშნა ნიკა გამყრელიძემ.