მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota აშშ-ში $3.4 მილიარდის დაბანდებას განიხილავს

616ec754dbf47
ნათია თაქთაქიშვილი
19.10.21 22:21
455
იაპონური ავტოკონცერნი Toyota აცხადებს, რომ აშშ-ში 2030 წლამდე ავტომობილებისთვის საჭირო ბატარეების წარმოებაში 3.4 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და 1,750 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოცემა წერს, რომ ავტოკონცერნის განცხადებით, აშშ-ში აღნიშნული თანხის დაბანდება Toyota-ს გლობალური გეგმის ნაწილია, რომელიც ბატარეების წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად და აღნიშნული მიმართულებით 13.5 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

Toyota-ს განცხადებით, კომპანია ახალ საწარმოს დააფუძნებს, რომელიც ბატარეების წარმოებას 2025 წლიდან შეუდგება.

”Toyota-ს ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით გრძელვადიანი მიდგომები აქვს, ასევე ჩვენი ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აშშ-ში“, - განაცხადა Toyota Motor North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტედ ოგავამ.

აღსანიშნავია, რომ Toyota-მ 18,7 მილიონზე მეტი ელექტრო მანქანა გაყიდა მსოფლიოში, მათ შორის 4,5 მილიონზე მეტი აშშ-ში. მართალია ამჟამად, აშშ-ზე Toyota-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობის 25%-ი მოდის, თუმცა კომპანია ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზრდება 2030 წლისთვის.