მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota ავტომობილების გაყიდვებით გასული წლის ლიდერია

6012a31f1cbbc
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.21 19:00
867
იაპონური ავტოკონცერნი Toyota ავტომობილების გაყიდვებით გასული წლის ლიდერია. კომპანიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად გაუსწრო, მის ყველაზე დიდ კონკურენტ Volkswagen-ს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Toyota-მ 2020-ში 9,528 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ხოლო Volkswagen-მა - 9,305 მილიონი. იაპონური ავტოკონცერნის გაყიდვების ზრდა, იმით აიხსნება, რომ კომპანიის მთავარი ბაზარი  - აზიის რეგიონი - პანდემიის გამო ნაკლებად დაზარალდა, ვიდრე აშშ ან ევროპა.

გამოცემა წერს, რომ ორივე მწარმოებელი ელექტრონულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდაზე აცხადებს. Toyota აღნიშნავს, რომ ელექტრონულ ავტომობილებზე მოთხოვნის წილი 23%-ით გაიზარდა 2020-ში, ნაცვლად 2019 წელს დაფიქსირებული 20%-იანი ზრდისა.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში კორონავირუსის პანდემიამ ავტოკონცერნების გაყიდვები გლობალურ ჭრილში შეამცირა. Toyota-ს გაყიდვები 2020-ში 11.3%-ით შემცირდა, ხოლო Volkswagen-ის - 15.2 %-ით.