მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota ავტოწარმოებაში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის

5f16cf19c1622
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.20 23:00
946
მსოფლიოში ცნობილი ავროკონცერნი Toyota აგვისტოში გლობალურ ავტოწარმოებაში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის, მიუხედავად იმისა რომ კომპანია დაგეგმილზე 2%-ით ნაკლები ავტომობილების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Toyota-ს განცხადებით, მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება კორონავირუსის გამო გამოწვეული მნიშვნელოვანი ვარდნის შემდეგ.

Reuters-ის გათვლებით, თავდაპირველი გეგმით ავტოკონცერნი 750,000 ავტომობილის წარმოებას გეგმავდა, ბოლო მონაცემებით კი კომპანია 15,000-ით ნაკლები მანქანის წარმოებას გეგმავს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის 6,000-ით ნაკლებ მანქანას გამოუშვებს, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის 9,000-ით ნაკლებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიის ავტოწარმოება ივნისში 40%-ით იყო შემცირებული, ხოლო ივლისის თვეში 10%-ით.