მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რომ ჩამოსული ინვესტორი უკან არ წავიდეს" - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაცია

636022624cd1e
ალა ისპირიანი
31.10.22 23:20
468
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალ სქემაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ მათ შორის სახელმწიფოს მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ ექნება, ინვესტორი საქართველოში არ გაჩერდება.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, შესაძლოა საქართველოში ინვესტორი შემოვიდეს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, ინვესტორი უკან წავა. 

„არა აქვს მნიშვნელობა კომპანიას, ინვესტორს. PPA-ც, რომ პირდაპირ 20 ცენტიანი გაუფორმოთ, თუ ჩვენ სადგურები ვერ ავაშენეთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი ჩვენი პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობაშია, რადგან ეწინააღმდეგებიან სადგურების მშენებლობას.

ბოლო დროს გამოსწორდა ეს მდგომარეობა. სამი თვის განმავლობაში 4 საჯარო განხილვა ჩავატარე და 100%-დან ასივე მომხრეა. კარგია, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება იმატებს. თუმცა სახელმწიფოს გვერდში დგომა ადგილობრივებს აუცილებლად სჭირდებათ და ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციაა, ის საკვანძო ქვაკუთხედი, რომელიც ადგილობრივებთან პრობლემას მოხსნის. მოვა ინვესტორი,მაგრამ პრობლემა ადგილზე დახვდება და უკან წავა", - ამბობს იგი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის სექტორისთვის დაანონსებული მხარდაჭერის მექანიზმი დღეს წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება. საუბარია ე.წ CFD მექანიზმზე, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული PPA ხელშეკრულებები უნდა ჩაანაცვლოს.