22.იანვარი .2020 23:30

Toyota და Honda ხარვეზების გამო, მილიონობით ავტომობილს უკან გაიწვევენ

Toyota და Honda ხარვეზების გამო, მილიონობით ავტომობილს უკან გაიწვევენ
views 860
უკან

იაპონიის ორი უმსხვილესი მწარმოებლი, Toyota და Honda, მილიონობით მანქანას გაიწვევს ბაზრიდან უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

როგორც Toyota აღნიშნავს, ავტოკონცერნი 3.4 მილიონი მანქანის გაწვევას გეგმავს, კერძოდ 2.9 მილიონი გაწვევა იგეგმება აშშ-დან.

უკან გაწვევის მიზანია, მგზავრების უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რადგან ზოგიერთ მოდელზე ტექნიკური ხარვეზი იქნა აღმოჩენილი, რის გამოც მანქანა ვერ უზრუნველყოფს მგზავრის სათანადო დაცვას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. საქმე ეხება 2010 წლიდან - 2019 წლამდე წარმოებულ Corolla, Corolla Matrix, Avalon და Avalon HV-ის მოდელებს.

მანქანის გაწვევის შესახებ განაცხადა ავტოკონცერნმა Honda-მაც. როგორც კომპანია აღნიშნავს, ჯამში 2.7 მილიონ მანქანას გაიწვევს, მათ შორის 2.4 მილიონს აშშ-დან და 300,000-ს კანადიდან. საქმე ეხება Acuras-ს მოდელს, რომელიც წარმოებულია 1996 წლიდან - 2003 წლამდე. ამ კონკრეტულ მოდელს ხარვეზები „აირბაგთან დაკავშირებით“ აღმოაჩნდა.

ორივე ავტოკონცერნი აღნიშნავს, რომ დაბრუნებულ მოდელებზე პრობლემის აღმოფხვრა შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდება და ამასთან, მფლობელებს დამატებითი ხარჯების გაღება არ მოუწევთ.