მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota ელექტრო ელემენტების საწარმოს განვითარებაზე $13.5 მილიარდს დახარჯავს

61376aee12ef0
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.21 23:43
463
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Toyota ელექტრო ელემენტების საწარმოს განვითარებას გეგმავს. როგორც კომპანია აცხადებს, აღნიშნული მიმართულებით 2030 წლისთვის 13.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დახარჯავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Toyota, რომელიც უკვე არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილი Prius-ის მწარმოებელი, მომავალი წლიდან სრულიად ელექტრომობილების წარმოების დაწყებას განიხილავს.

ავტოკონცერნი აცხადებს, რომ საკუთარი ელექტრონული ელემენტების წარმოების განვითარებით ელექტრომობილების წარმოების ხარჯებს 30%-ით შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა ასევე გააკეთა განცხადება, რომ ელექტრო ელემენტების წარმოების ბიზნესში 2025 წლამდე 150 მილიარდი დოლარის დაბანდებას განიხილავს.