მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota, Honda და Nissan-ი აშშ-ში ქარხნებს აჩერებენ

5e74a1a1761a9
ნათია თაქთაქიშვილი
20.03.20 23:15
988
იპონური ავტოკონცერნები Toyota, Honda და Nissan-ი აშშ-ში ქარხნებს აჩერებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე Toyota-ს ქარხანა ავტომანქანების წარმოებას 23 მარტიდან 3 აპრილამდე წყვეტს, Nissan-ი კი დრეიდან 6 აპრილის ჩათვლით.

Honda ავტომობილების წარმოებას 23 მარტიდან 6 დღით შეაჩერებს. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული ამ პერიოდში მანქანების წარმოება 40,000-ით შემცირდება, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება კომპანიაზე.

20 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 16,500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა (ბოლო 24 სთ-ში +2 776), გარდაიცვალა 225 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +18), ხოლო გამოჯანმრთელდა 125 ინფიცირებული.