მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota Lexus-ის ოცამდე გაუმჯობესებულ მოდელს წარადგენს

6063318890f97
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.21 00:45
726
ავტოკონცერნი Toyota Lexus-ის ახალი ელექტრონული მოდელების გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანია აცხადებს, 2025 წლისთვის Toyota Lexus-ის ოცამდე გაუმჯობესებულ მოდელს წარადგენს, მათ შორის 10-ზე მეტი ელექტრო იქნება.

Toyota-ში აცხადებენ, რომ კომპანია მუშაობს როგორც ლექსუსის სრულიად ელექტრონულ მოდელებზე, ასევე, ჰიბრიდულ და ეგრეთ წოდებულ „ფლაგ-ინ“ ჰიბრიდულ მოდელებზე.

Lexus-ის პრეზიდენტის კოჯი სატოს განცხადებით, დაანონსებული 25 მოდელიდან ორი მოდელის წარმოება უშუალოდ წელს დაიწყება. მისივე თქმით, Lexus-ი ასევე აპირებს საკუთარი ტექნიკური ცენტრის გახსნას იაპონიაში, რომელიც Toyota-ს ტექნიკური ცენტრის ფარგლებში სავარუდოდ 2024 წლის მარტში გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ავტოკონცერნები ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავენ, რადგან მათი მიზანი ნახშირორჟანგის ემისიის მინიმუმადე შემცირებაა.

შეგახსენებთ, Toyota-მ Lexus-ის სრულიად ელექტრომოდელების გამოშვება გასულ წელს დაიწყო.