მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOYOTA-მ და DAIMLER-მა იაპონიაში პიკაპების და სატვირთოების წარმოების ბიზნესი გააერთიანეს

6475d529c3e0c
გიორგი თოლორდავა
31.05.23 00:05
733
ავტომობილების მწარმოებელ ორ უმსხვილეს კომპანიას შორის სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმა. იაპონური Toyota და გერმანული Daimler-ი პიკაპების ბიზნესს აერთიანებენ და სატვირთო ავტომობილების წარმოებას ერთიანი ძალებით იწყებენ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს მხოლოდ იაპონიის მასშტაბით Hino-სა და Mitsubishi Fuso-ს ქარხნებში წარმოებულ ავტომობილებს და არც Daimler-ისა და Toyota-ს გლობალურ ბიზნესებს.

შერწყმის შედეგად მომავალ წელს წარმოიქმნება ერთიანი ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ტოკიოს საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დაილისტება, მისი მიზანი კი პიკაპების წარმოება და წყალბადზე მომუშავე ძრავების განვითარება იქნება.

ექსპერტების შეფასებით, საკვანძო საკითხი სწორედ წყალბადია, რომელსაც Toyota-სა და Mercedes-ის ხელმძღვანელობაც დიდი პოტენციალის მქონე ალტერნატიულ ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.