12.სექტემბერი .2019 22:30

Toyota-მ მზის ენერგიის პანელებიანი Prius-ის ელექტრონული მოდელების ტესტირება დაიწყო

views 1043
უკან

უახლოეს პერიოდში შესაძლოა, მსოფლიო ბაზრებზე მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები გამოჩნდეს. ინოვაციურ პროექტზე ავტოინდუსტრიაში იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მუშაობს. კომპანიამ მზის ენერგიის პანელებიანი Prius-ის ელექტრონული მოდელების ტესტირება უკვე დაიწყო. იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, ელექტრომობილის სახურავზე დამონტაჟებული პანელები მანქანას სადენის გარეშე დამუხტავს.

რევოლუციური პროექტი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი იქნება. ავტომობილის სახურავზე, ძრავისა და საბარგულის საკეცებზე მზის პანელები ისეა დამონტაჟებეული, რომ მზისგან ენერგიის გენერირება პირდაპირ ელემენტების სისტემაში ხდება. მანქანას დამუხტვა მოძრაობის, ასევე პარკინგის დროსაც შეუძლია.


 



სპეციალისტების განცხადებით, მზიან ამინდში ავტომობილი იმ დონემდე იტენება, რომ მას 56 კმ მანძილის გავლა შეუძლია. უამინდობის პერიოდში კი მანქანის სადენზე შეერთება აღარ მოხდება. "ტოიოტაში" იმედი აქვთ, რომ პროექტს რამდენიმე წელიწადში დახვეწენ და სრულყოფილი სახით წარმოადგენენ.


იმ შემთხვევაში, თუ ინოვაციური გათვლები წარმატებული აღმოჩნდება, იაპონური ავტომწარმოებელი მზის ენერგიის პანელებით დამუხტულ მანქანებს სამომავლოდ ბაზარზე გასაყიდად გამოიყვანს.