მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota-მ რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა

5dc3f84b10f45
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 22:24
3351
იაპონიის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია "ტოიოტამ" წმინდა მოგების რეკორდულ მატებასთან დაკავშირებით განაცხადა. განცხადების თანახმად, 2019 წლის ფინანსური წლის პირველ ნახევარში (აპრილი - სექტემბერი) წმინდა მოგება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი ნიშნულით 1,27 ტრილიონი იენით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ამერიკული დოლარია.

Toyota-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი შედეგის მიღწევა კარგი გაყიდვების დამსახურებაა, როგორც იაპონიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


ამასთან, Toyota 2019 ფისკალური წლის, მოგების პროგნოზს უცვლელს ტოვებს, რომელიც 2020 წლის 31 მარტს მთავრდება. კომპანიის გამოთვლებით, წმინდა მოგება 2.15 ტრილიონი იენი იქნება, (18.6 მილიარდი აშშ დოლარი), რაც 2018 წლის წმინდა მოგებაზე 14.2%-ით მეტია.