მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOYOTA წელს 10.6 მილიონი ავტომობილის წარმოებას გეგმავს

63c55d9abc32f
გიორგი თოლორდავა
16.01.23 18:45
619
Toyota მიმდინარე წელს 10.6 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს - ზემოხსენებული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, იაპონური გიგანტი რეკორდული შედეგზე გავა.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, საბაზრო სცენარით გათვალისწინებულია ისეთი რისკები, როგორებიცაა: აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა; მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და ნახევარგამტარების დეფიციტის გამწვავება.

შედარებისთვის, გასულ 2022 წელს Toyota-მ საერთო ჯამში 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ზოგადად, პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი აშშ-ში. მოგეხსენებათ, Toyota მსოფლიოს ყველზე მოთხოვნადი მწარმოებელია და ის საქართველოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა: Camry, Prius და RAV4.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.