მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TPU: მიგვაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდეს ყველასთვის, თუნდაც დროებით

5e7235e617236
BM.GE
18.03.20 18:48
858
გადასახადის გადამხდელთა კავშირი სამთავრობო ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებს აფასებს. ორგანიზაციას აცხადებს, რომ დღევანდელი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ასევე დაემატა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, ზარალდება არა მხოლოდ ტურისტული და მასთან ასოცირებული ბიზნესები, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელი, შესაბამისად სასიცოცოხლო აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდეს ყველასთვის, თუნდაც დროებით.

"მთავრობა, ეკონომიკის მიმართულებით, გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებს, უფრო მეტიც, არ ვიცით, რეალურად რამდენად ან როგორ შეძლებს ის იმ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რომლის მასშტაბების პროგნოზირება დღეს რთულია.

რამდენიმე ბანკის ინიციატივით, მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ამოქმედდა სამ თვიანი შეღავათიანი რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, სამი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ ყოველთვიური სესხის მომსახურებისთვის სავალდებულო გადასახადი. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე, თუმცა თითოეული ფინანასური ინსტიტუტი პირობებს კლიენტებს ინდივიდუალურად გააცნობს და შესთავაზებს რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.

ჩვენ, როგორც იმ ასოციაციას, რომლის წევრთა საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ საბანკო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი საშეღავათო პერიოდი საშუალებას მისცემს ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს ( იქნება ეს ბიზნესი თუ დასაქმებული კერძო პირი) გაუმკლავდნენ უკვე არსებულ და სამომავლო გამოწვევებს და შეამცირონ დანაკარგები. ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა ბიზნეს სუბიექტს, გამოჩინონ კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა და შესაძლებლობების ფარგლებში დაიცვან მომხმარებელთა და მოქალაქეთა ინტერესები.

აუცილებლად უნდა ითქვას იმ სამთავრობო ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც შეეხო ტურისტულ ( და მასთან დაკავშირებულ) სექტორს და მოხდება მათი როგორც სუბსიდირება, ასევე მათზე გავრცელდება საგადასახადო შეღავათები, რაც გულისხმობს მათთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დღევანდელი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ასევე დაემატა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, ზარალდება არა მხოლოდ ტურისტული და მასთან ასოცირებული ბიზნესები, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელი, შესაბამისად სასიცოცოხლო აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდეს ყველასთვის, თუნდაც დროებით, რომელიც მოსახლეობას დაუტოვებს მეტ ფინანსებს კრიზისული პერიოდის გადასატანად და ამავდროულად, ასეთი მიდგომა იქნება სამართლიანიც. მეორეს მხრივ კი, მუშაობის დისტანციური რეჟიმი, ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრი შემცირება, იქნება ეს საწვავის, კომუნალური გადასახადების, მგზავრობის, მივლინებების და ა.შ. დააკომპენსირებს იმ შემცირებულ შემოსავლებს ბიუჯეტში, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება გამოიწვევს"-ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.