მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ არა მხოლოდ ქობულეთის გზების მისახვევ-მოსახვევებს ფლობთ კარგად, არამედ - პოლიტიკურსაც - უსუფაშვილი ქარსელაძეს

628f229e219ba
თელარა გელანტია
26.05.22 12:15
749
„თქვენ არა მხოლოდ ქობულეთის საინჟინრო გზების მისახვევ-მოსახვევებს ფლობთ კარგად, არამედ პოლიტიკურ მისახვევ-მოსახვევებსაც, იმიტომ, რომ თქვენს გამოსვლაში ეს იგრძნობოდა და კარგია, რომ მინისტრი ამ დარგშიც კომპეტენტურია.
მადლობა ამისთვის“, - ასე აფასებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსენებას.

ირაკლი ქარსელაძეს პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვიდა. მას პარლამენტში გვიან ღამემდე უსმენდნენ.

„ყურადღებით გისმენდით, და მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო თქვენი კომპეტენტურობა, დარგის ცოდნა და ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. კონკრეტულ საკითხებში არ ჩავდივარ, ცხადია, იქნება თემები, რომელზეც გვექნება თანხმობა და გვექნება უთანხმოებაც, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ არა მხოლოდ ქობულეთის საინჟინრო გზების მისახვევ-მოსახვევებს ფლობთ კარგად, არამედ პოლიტიკურ მისახვევ-მოსახვევებსაც მშვენივრად ფლობთ, იმიტომ, რომ თქვენს გამოსვლაში ეს იგრძნობოდა და კარგია, რომ მინისტრი ამ დარგშიც კომპეტენტურია. მადლობა ამისთვის.

არანაირი პრობლემა არ მაქვს არანაირი პრობლემა, რომ თქვენ ბრძანდებით „ქართუს“ წარმომავლობის და იქ გაქვთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. მართლაც, „ქართუმ“ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში და მეტიც, მინდა გითხრათ, ნუ დაგვზოგავთ, ნუ გაგვიფრთხილდებით და „ქართუს“ ბევრი ყოფილი თანამშრომელი იქნებ თქვენკენ წაიყვანოთ, აკეთოს ამ ხალხმა ის საქმე, რაც უკეთ გამოსდით. გვარებს არ დავასახელებ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. გისურვებთ წარმატებას „ქართუს“ გუნდს იმ საქმეში, რაც ძალიან კარგად იცით“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.