მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თქვენ გაქვთ კარგი პროდუქტი, ის თავის თავს ყიდის“ - ისრაელის ელჩი თაფლზე

63e743174946d
თამთა ჯიჯავაძე
11.02.23 19:01
1544
ქართული თაფლის TOP-10 საექსპორტო ბაზარს შორის მეოთხე ადგილს ისრაელი იკავებს, სადაც 2022 წელს 61 ათასი დოლარის ღირებულების 10 ტონა თაფლი გავიდა. ქართული თაფლის პოტენციალზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე - თუ რამ გამოიწვია ისრაელის ბაზრის ქართული თაფლით დაინტერესება, ელჩმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ხარისხია.

„როცა ერთი კომპანია ისრაელის ბაზარზე შედის და ხალხი აანალიზებს, რომ ეს კარგია, ვინაიდან ისინი აფასებენ ხარისხს, შემდეგ სხვა იმპორტიორებიც ცდილობენ ამ კუთხით შეთავაზებების გაკეთებას. მე პირადად მომმართა თაფლის  ერთ-ერთმა მწარმოებელმა ისრაელიდან, მას სურდა თაფლის ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირება, რათა ისრაელში ქართული თაფლის იმპორტი დაეწყო. მიხარია, რომ ეს ხდება. ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ქართველი მწარმოებლებისთვის, რომელთაც ექსპორტი ისრაელის ბაზარზე სურთ. თქვენ გაქვთ კარგი პროდუქტი. ის თავის თავს თავადვე ყიდის“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოდან ისრაელში ექსპორტირებული საქონლის TOP-ათეულში, 2022 წლის მონაცემებით, თაფლი არ შედის, თუმცა აღსანიშნია, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვამ 38 მილიონ 487 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 22.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი ექსპორტზე მოდიოდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ისრაელში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 2022 წელს, ბოლო 10-წლიან პერიოდში რეკორდული იყო. შესაბამისად, 2022 წელს საქართველოდან ისრაელში 22 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტს 5.7%-ით აღემატება.

TOP-10 ექსპორტირებული საქონელი საქართველოდან ისრაელში