05.აგვისტო .2020 09:45

„თქვენ შეგიძლიათ საინტერესო ნარატივი შექმნათ, რათა მოიზიდოთ იაპონელი ტურისტები“ - ელჩი

views 326
უკან

საქართველოს ბევრი აქტივი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივები გამოვიყენოთ, – ამის შესახებ იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა ყურადღება აქტივების თვალსაზრისით ტურიზმზე გაამახვილა.
 
„თუ თქვენ გსურთ, რომ მოიწვიოთ იაპონელი ტურისტები საქართველოში, თქვენ უნდა ჩაატაროთ მოკვლევა, რა სურთ მათ, რომ აქ გააკეთონ. და ასევე, თქვენ რა გსურთ, რომ იაპონელმა ტურისტებმა საქართველოში გააკეთონ. ეს არის სტრატეგია. ჩემი შვილი ლონდონში ცხოვრობს და ძალიან უყვარს აქ ჩამოსვლა. მისთვის საქართველო არ არის მხოლოდ ბუნება და სამზარეულო, არამედ ძალიან მაღალი დონის მუსიკა, ხელოვნებაა. ეს ძალიან იშვიათია, როდესაც ასეთი პატარა ქვეყანა ასეთი მდიდარია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან საინტერესო ნარატივი შექმნათ, რათა მოიზიდოთ იაპონელი ტურისტები“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

მისივე თქმით, როგორც წესი, იაპონელი ტურისტები ჯგუფური ტურებით ჩამოდიან საქართველოში და ძალიან ჩქარობენ, ვინაიდან ისინი მოდიან ჯერ ბაქოში, შემდეგ თბილისში და შემდეგ ერევანში და ეს ყველაფერი ერთ კვირაში. ელჩის განცხადებით, იაპონელ ტურისტებს ძირითადად არ აქვთ დრო, რომ გაეცნონ ქართულ სუფრას და ა შ.

„ეს ძალიან სამწუხაროა. მე კი მინდა, რომ ქართულ სილამაზესა და სტუმართ-მასპინძლობას გაეცნონ იაპონელი ტურისტები, ვინაიდან ეს მათ გამოცდილებას გაამდიდრებს“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ტურიზმის გარდა, ტადაჰარუ უეჰარამ სხვა აქტივებზეც ისაუბრა, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყანას გააჩნია:

„მხოლოდ ტურიზმი არ არის თქვენი პოტენციალი. თქვენ იცით ასევე ჰიდრორესურსები და Tepco-მ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრია. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა საქართველოს სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული და მოდერნიზებული. საჭიროა გაუმჯობესება ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით, ასევე წარმოების რაოდენობის სტაბილურობა და ა.შ. სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა იაპონური კომპანიებისთვის. ასევე ღვინის წარმოება და ტანსაცმლის წარმოება. თუ თქვენ იქნებით ჩაბმულები მიწოდების ქსელში, შესაძლოა, რაღაც ნაწილი ვთქვათ იწარმოოს საქართველოში, მაშინ თქვენ გექნებათ უწყვეტი, შეუზღუდავი შესაძლებლობები. თქვენ გაქვთ უამრავი აქტივი და შესაძლებლობა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოიყენებთ მას“, – განაცხადა ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა საქართველო გახდება კონკურენტუნარიანი, – „ვალდებულებების შესრულებაც მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის და არამხოლოდ მათთვის, არამედ ყველა უცხოური ბიზნესისთვის“, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა