მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამარი, სად შემოუჭირეთ? - ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

60c34c187dd35
ინგა მურუსიძე
11.06.21 15:45
1357
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა შეახსენა და ჰკითხა, თუ რა შედეგები აქვს მთავრობას ამ მიმართულებით. პარლამენტში ამ წუთებში „მინისტრის საათის“ ფორმატში სწორედ ფინანსთა მინისტრს უსმენენ.

„სიტყვით გამოსვლისას ერთხელ არ ახსენეთ, ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, იმისთვის, რომ ხარჯები შეგემცირებინათ? ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“...აქამდე იძახდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ, ქამრებს შემოვიჭერთო. წესით თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამარი, გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს ქამარი და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა?“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს.