ქართულ ბანკებს 9.5 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული - ამ კრედიტების საფუძველზე მათ მალე ახალი ფინანსური ინსტრუმენტის იპოთეკური ობლიგაციის შექმნა შეეძლებათ. ამჟამად ბანკებში სულ 144 ათასი იპოთეკური სესხი არის აღრიცხული, რომლის 57%-იც ლარში, 43% კი უცხოურ ვალუტაშია გაცემული.
კომერციულ ბანკებს დაფინანსების მოზიდვა რამდენიმე გზით შეუძლიათ - ესენია მოქალაქეებისგან, ბიზნესებისა და მთავრობისგან დეპოზიტების მოზიდვა. ასევე არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება და მათი კაპიტალის ბაზარზე განთავსება.
კიდევ ერთი გზაა, ბანკის დამფუძნებლებისგან ახალი კაპიტალის მიღება, ან სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვება.
გასული წლის ბოლოს პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ მიიღო კანონი, ხოლო რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვების წესს არეგულირებს.
შედეგად, თუკი ბანკს აქვს 100 მილიონი ლარის იპოთეკური სესხების პორტფელი, მას შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ამ სესხების უზრუნველყოფაში ჩადება და მათ საფუძველზე დაახლოებით 100 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციის გამოშვება შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა უჩნდებათ.
ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ბანკებს მათი კაპიტალის მაჩვენებლების და ლიკვიდობის გაუმჯობესება შეეძლებათ, რითიც თავისმხრივ ისევე იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზარი სავარაუდოდ 2-3 მილიარდ ლარს მიაღწევს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინსტრუმენტი პოპულარული იქნება არასაფინანსო კორპორატიულ სექტორში. ვთვლით, რომ ძალიან მიმზიდველი იქნება ასევე საცალო ინვესტორთათვის და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბაზრისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იპოთეკით დაცული ობლიგაციების მოცულობა დაახლოებით ₾2-3 მილიარდის ფარგლებშია ნავარაუდევი შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში, რაც ბევრჯერ აღემატება დღევანდელი ობლიგაციების ბაზარს. აღნიშნული ინსტრუმენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ახალი დაფინანსების ინსტრუმენტი გახდეს იპოთეკებისათვის, დადებით გავლენას შეიტანს ასევე იპოთეკური სესხების პირობების გაუმჯობესებაში“,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.
სპეციალისტების ვარაუდით, ბანკების მიერ იპოთეკის პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინვესტორი პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკი იქნება, თუმცა ეს ინსტრუმენტი საინტერესო შეიძლება იყოს როგორ ინსტიტუციური, ისე საცალო ინვესტორებისთვის. ამასთან როგორც "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველი პარტნიორი ირაკლი ელაშვილი განმარტავს, იპოთეკით დაცული ობლიგაციები სერიოზული ბუსტერი იქნება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის.
„ეს ობლიგაციები შესაძლოა იყოს საინვესტიციო რეიტინგის მატარებელი ფასიანი ქაღალდი, რაც პირველი ასეთი ფასიანი ქაღალდი იქნება ბაზარზე და ქვეყანაზე მაღალი რეიტინგის მქონე შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ის არის უზრუნველყოფილი. ამას კონკრეტული ემისიების მიხედვით ვნახავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია შედარებით მცირე ბანკების აქტივობა ამ ახალი პროდუქტის ნაწილში. ვიცით, რომ თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს გააჩნია იპოთეკის ყველაზე მსხვილი პორტფელი საქართველოში, თუმცა ანალოგიური პორტფელები შედარებით მცირე ზომით გააჩნიათ თითქმის ყველა სხვა ბანკს და მნიშვნელოვანი იქნება ამ ბანკების აქტივობაც, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე“,- განმარტავს ირაკლი ელაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი