მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენი როლი პირბადის ტარების პროპაგანდაში მნიშვნელოვანია - ტიკარაძე მედიას მადლობას უხდის

60fa9b2229f99
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 14:43
420
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, პირბადის გამოყენებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მედიას ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„დაავადებას აქვს რთული მიმდინარეობა და მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები გაიზარდოს. ვხედავ, რომ დღეს ყველას გიკეთიათ ნიღაბი. მადლობა მინდა ამისთვის გადაგიხადოთ. თქვენი ჩართულობა ნიღბის და სოციალური დისტანცირების პროპაგანდაში, ისევე როგორც ვაქცინაციის პოპულარიზაციაში, მნიშვნელოვანი იქნება.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ვაქცინაციის იმ სისწრაფით წარმართვას, რომელიც დღეს საჭიროა და განსაზღვრულია შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.