მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თქვენი ხელისუფლების დროს ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა“ - ჭიაბერაშვილი ეკონომიკის მინისტრს

5f64783d44936
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 13:12
926
ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა, რაც სრულიად გაუგონარი ფაქტია - ამ შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეპუტატის თქმით, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა უმუშევრობის შემდეგ, ყოველდღიურად გაზრდილი ფასებია.

„სრულიად გაუგებარია მოქალაქებისთვის ის, რომ რაც მათ სჭირდებათ იმ პროდუქტებზე ფასები განუხრელად იზრდება, ხოლო მათ რაც მოჰყავთ პროდუქტი... კახეთში ახლა რთველია და ყურძნის ფასი არასდროს არ იზრდება. თქვენი ხელისუფლების პირობებში არამარტო ლარმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა, არამედ ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა, რაც სრულიად გაუგონარი ფაქტია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.