დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ შეღავათს უწევს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის არის გადასახადებისგან გათავისუფლება, ქონების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მნიშვნელოვანი სუბსიდირება და ბანკებთან დახმარება.
„გარდა იმისა, რომ ვიცით რესტორნების პრობლემა, ჩვენ ასევე ვცდილობთ მათ დავეხმაროთ. 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც მათ მთლიანად ჩამოეწერათ ქონების გადასახადი და გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. 2020 წელს 4 თვით გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი, რაც შემდგომში ჩამოეწერათ. ამასთან, რესტორნებს, სხვა ბიზნესის მსგავსად, 150 ლარის ოდენობით თითო დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი უსუბსიდირდება სახემწიფოს მხრიდან და ახლა უკვე 2021 წელს 6 თვის განმავლობაში, ყველა რესტორანს, რომელიც მოითხოვს ამ პროგრამაზე წვდომას, სასესხო საპროცენტო გადასახადის 80% დაუსუბიდირდება სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის გარდა, რესტორნების მხოლოდ გატანის სერვისის შენარჩუნება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკმა განაპირობა. იმ შემთხვევაში, კი თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
„საქართველოში სხვადასხვა ტიპის რესტორნებია, ევროპული ტიპის რესტორნებში წესებს უკეთესად, უფრო მაღალი სტანდარტით იცავენ, ვიდრე ქართული ტიპის რესტორნებში, სადაც მეტი ადამიანი იკრიბება და წვეულებები იმართება. ასევე ინფექციის გადაცემის ძირითადი წყარო რესტორანში არის არა ოფიციანტი, არამედ სტუმრები, რომლებიც პირბადეების გარეშე იმყოფებიან“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება აჭარას, ვიცე-პრემიერის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გასულ თვეებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, მათავრობამ ღია სივრცეში აჭარაში რესტორნების მუშაობის ნებართვა გასცა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო რესტორნები დაკეტილია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის არის გაერთიანებული სამეფო ირლანდია , საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, პორტუგალია, უნგრეთი , პოლონეთი, ჩეხეთი, , ლატვია და ლიეტუვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი