26.აგვისტო .2019 16:05

Tradewithgeorgia - ახალი საიმიჯო კატალოგი ქართული ბიზნეს სექტორისთვის

views 175
უკან

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ, სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით, პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ხორციელდება.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური რესურსი ქართულ ბიზნესებს სთავაზობს.

"ინტერნეტ პლატფორმა www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსოს.

თავის მხრივ, პროექტის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ; ასევე დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური ორგანიზაციები და დაინტერესებულ მხარეებს გაუმარტივოს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე", – აცხადებენ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში".

ამ ეტაპზე კატოლოგში უკვე დარეგისტირებულია არაერთი ქართული ბიზნეს ორგანიზაცია, ხოლო რეგისტრაციის მსურველებს საკუთარი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ატვირთვა უფასოდ შეუძლიათ.

საიტზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ ინფორმაციას პლატფორმაზე WWW.TRADEWITHGEORGIA.COM. დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://geclose2eu.info/?m=128

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა