06.თებერვალი .2022 23:40

ტრადიციულ მედიაში განთავსებული რეკლამა VS სოციალური მედია, რომელია მეტად ეფექტიანი?

ტრადიციულ მედიაში განთავსებული რეკლამა VS სოციალური მედია, რომელია მეტად ეფექტიანი?
views 643
უკან

რომელი უფრო მეტად ეფექტიანია ტრადიციულ მედიაში განთავსებული რეკლამა, თუ სოციალურ მედიაში?

Bm.ge-მ ეს კითხვა საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტს, თეონა ბაღდავაძეს დაუსვა, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივეს თავისი უფირატესობები აქვს, თუმცა თუკი ინფორმაცია გვინდა მივიტანოთ უფრო ფართო აუდიტორიამდე და გავაგებინოთ სამიზნე ჯგუფებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია არჩევანი სოციალური მედიის სასარგებლოდ გაკეთდეს.

“მედიას აქვს ძალიან მძლავრი რეპუტაციული იარაღი, შესაბამისად რეპუტაციაზე როდესაც ვსაუბრობთ ვირჩევთ უმეტესად ტრადიციულ მედია საშუალებებს, რომლებთანაც რეალურად ძალიან საინტერესოა ურთიერთობა. რაც შეეხება ინფლუენსერებს, მათი და სოციალური ქსელის მთავარი უპირატესობა არის ის, მათი დახმარებით გავდივართ იმ სამიზნე ჯგუფზე რომელიც კამპანიის დროს, კონკრეტულად ჩვენ გვჭირდება,” - აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.

ანალოგიური კითხვა Bm.ge-მ Influencer.ge-ის პროექტების მენეჯერს, ირინა ონაშვის დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ ტელევიზიას მაინც თავისი სეგმენტი და მაყურებელი ჰყავს, ამიტომ მას ვერ ჩაანაცვლებს სოციალური მედია, რომელიც დღეს გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სამყაროში.

“როცა გვინდა სწორად დაგეგმილი კამპანიის დროს მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი, ანუ როდესაც გინდა სწრაფად გარკვეული პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ გააგებინო ყველას მასიურად, ეს შესაძლებლობა ინსტაგრამზე და ზოგადად სოციალურ მედიაში უფრო მეტად გვაქვს, ვიდრე ტრადიციულ მედია საშუალებებში,” - განაცხადა ირინა ონაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა