მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი აცხადებს, რომ ის ნიუ-იორკში კარანტინის გამოცხადებაზე ფიქრობს

5e7f97a49a229
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 22:28
1644
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ნიუ-იორკში კარანტინის გამოცხადებაზე ფიქრობს, რათა კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ ის კარანტინში მოექცეს, ვინაიდან ის ცხელი წერტილია. ვფიქრობ ამაზე“, - განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, მას მსგავს ზომებზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

„არ მქონია მსგავსი საუბრები. არ ვიცი, რას გულისხმობს, - განაცხადა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 52 000-ს გადააჭარბა. დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი. ჯამში კი აშშ-ში დაინფიცირების 116 326 შემთხვევაა, ხოლო დაიღუპა 1 943 ადამიანი.