10.იანვარი .2020 13:35

ტრამპი აცხადებს, რომ სოლეიმანი აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა

views 193
უკან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანელი გენერალი სხვა აშშ-ის საელჩოების აფეთქებთაც იმუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ CNN-ი იუწყება.

„ჩვენ ტოტალური მონსტრი დავიჭირეთ. ეს ადრე უნდა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ, რადგან ისინი ჩვენი საელჩოს აფეთქებას გეგმავდნენ. ეს ასევე გავაკეთეთ სხვა მიზეზებითაც, რომლებიც ძალიან აშკარა იყო. ვიღაც მოკვდა. ხალხი მძიმედ დაშავდა ერთი კვირით ადრე და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკული ავიაიერიშის შედეგად 3 იანვარს იქნა ლიკვიდირებული. სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის გამო, თეირანმა საპასუხოდ ერაყში ორი სამხედრო ბაზა დაბომბა, სადაც საერთაშორისო კოალიციის ძალები არიან განლაგებული. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა