მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი აპირებს კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალოს აშშ-ში შესვლა

5e289afc2e0f6
BM.GE
23.01.20 00:15
3564
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი გეგმავს იმ ქვეყნების სია გააფართოვოს, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. ამჟამად აშშ-ის საზღვრები ჩაკეტილია ლიბიის, ირანის, სომალის, სირიის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის. შესაბამის ბრძანებას ტრამპმა ხელი ორი წლის წინ მოაწერა.

რომელი ქვეყნები დაემატება აკრძალულთა სიას კონკრეტულად ჯერ უცნობია, თუმცა, საუბარია ევროპის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებზე. როგორც გამოცემა Politico იტყობინება, შესაძლოა ეს ქვეყნები იყოს ბელარუსი, მიანმარი, ერიტრეა, ყირგიზეთი, ნიგერია, სუდანი და ტანზანია. თუმცა, ამერიკულ მედიაში სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ერთი რამ, რაც უკვე ზუსტად არის ცნობილი, არის ის, რომ ტრამპი ამ ქვეყნების სიის გაფართოებას გეგმავს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

„თქვენ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას.