30.მაისი .2020 00:05

ტრამპი: აშშ-ი WHO-სთან კავშირს წყვეტს

views 549
უკან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) კავშირებს წყვეტს, რომელსაც ის ჩინეთის კონტროლის ქვეშ ყოფნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

„ჩვენ გვაქვს დეტალური რეფორმები, რომელიც მათ უნდა განახორციელონ და რომელშიც უნდა ჩაერთონ, თუმცა, ისინი უარს ამბობენ ქმედებაზე. ჩვენ დღეს კავშირებს შევწყვეტთ WHO-სთან“, – განაცხადა ტრამპმა, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არაერთხელ დაადანაშაულა კორონავირუსის გავრცელების შესახებ სწორი ინფორმაციის არ გავრცელებაში.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ WHO-ს ასევე შეუჩერა დაფინანსება. თვის დასაწყისში კი მას ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ დაემუქრა.

ისტორიულად წლების განმავლობაში აშშ-ი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო. ქვეყანა ორგანიზაციას წლიურად $100 მლნ-ს ურიცხავდა. ამას დამატებული მოხალისეობრივი კონტრიბუცია $102–401 მილიონ დოლარს შეადგენდა.