მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვას კიდევ 6 ქვეყანას უწესებს

5e37c4007b613
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 12:25
1810
აშშ-ის მთავრობა ქვეყანაში შესვალზე შეზღუდვას კიდევ 6 ქვეყანას უწესებს;  კერძოდ, ნიგერიის, ერიტრეის, სუდანის, ტანზანიის, ყირგიზეთის და მიანმარის მოსახლეობას გარკვეული შეზღუდები ექნებათ ზოგიერთი კატეგორიის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივა დონალდ ტრამპს ეკუთვნის და ძალაში 2020 წლის 22 თებერვლიდან შევა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის მონახულება როგორც ტურისტებს ისევ შეეძლებათ.

საქმე იმაშია, რომ ახალი შეზღდუვები გულისხმობს მიანმარის, ერიტრეის, ყირგიზეთისა და ნიგერიის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზაზე უარის თქმას, ხოლო ტანზანიისა და სუდანის მოქალაქეები ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ; ასე რომ, მათ აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება არ ექნებათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა სამოგზაურო შეზღუდვები თავდაპირევლად 2017 წელს დააწესა და აღნიშნული გდაწყვეტილება აშშ-ის მოქალაქეების დაცვის მიზნით ახსნა. მაშინ ტრამპის შეზღუდვები ირანის, ლიბიის, სომალის, იემენის, ვენესუელისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს შეეხო.