მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ბრაზილიური და არგენტინული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფებს აღადგენს

5de5586e47291
BM.GE
02.12.19 22:27
1218
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი აღადგენს ტარიფებს ბრაზილიიდან და არგენტინიდან ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ქვეყნებს სუსტი ვალუტა აქვთ, რაც ამერიკელ ექსპორტიორებს აზარალებს.

„ბრაზილია და არგენტინა თავიანთი ვალუტების მასობრივ დევალვაციას განიცდიან, რაც არ არის კარგი ჩვენი ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„მათი ეკონომიკა ჩვენსას ვერ შეედრება, ის გაცილებით დიდია. მე ამას არ ვუყურებ როგორც სამაგიეროს გადახდას. ვაპირებს მოვუწოდო მას, რათა არ დაგვიწესოს ტარიფი“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ი ბრაზილიური ფოლადის უმსხვილესი მომხმარებელია.