მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად

5f2010d00c991
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 22:40
1074
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპს საზოგადოების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს კორონავირუსთან არასათანადოდ ბრძოლის გამო, მაგრამ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბევრი პოზიტიური ინფორმაცია აქვს და ქვეყანა კარგ ფორმაშია.

„ბოლო მონაცემებით, აშშ-ი წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას შეძლებს, მაგრამ მანამდე მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირების ნორმები, გამოიყენონ ნიღბები, თავი აარიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და დახურულ კაფე-ბარებს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ამერიკელებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით, აშშ-ი კორონავირუსით ინფიცირებულთა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.