07.აპრილი .2021 18:30

ტრამპი Forbes-ის მილიარდერთა სიაში 298 პოზიციით დაქვეითდა

ტრამპი Forbes-ის მილიარდერთა სიაში 298 პოზიციით დაქვეითდა
views 199
უკან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Forbes-ის მილიარდერთა სიაში 298 პოზიციით დაქვეითდა და განახლებული რეიტინგის თანახმად, ექსპრეზიდენტი მილიარდერთა სიაში 1,299-ე ადგილს იკავებს.

Forbes-ის მიხედვით, გასულ წელს დონალდ ტრამპი აღნიშნულ რეიტინგში 1,001-ე პოზიციას იკავებდა. ახალი რეიტინგის თანახმად, ტრამპის ქონება 2.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპის აქტივები მილიარდი დოლარით შემცირდა.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პოზიციების გაუარესება უკავშირდება როგორც კორონავირუსის პანდემიას, ასევე მის იმპიჩმენტს და პოლიტიკურ დაპირისპირებებს, რამაც მისი უძრავი ქონების ბიზნესზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.