მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ფრანგულ ღვინოს დამატებით ტარიფებს აღარ დაუწესებს

5e26ac6c9607c
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 20:50
805

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ფრანგმა კოლეგა ემანუელ მაკრონმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ამერიკა ფრანგულ პროდუქტს (ღვინოს, ყველს) დამატებით ტარიფებს აღარ დაუწესებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი ტარიფების დაწესების გაუქმებასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღო, რაც ფრანგმა მეღვინეებმა და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებმა ტრამპის ინიციატივა გააპროტესტეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მაკრონმა და ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში შეხვედრის შემდგეგ მიაღწიეს.

მოგვიანებით კი ემანუელ მაკრონმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ტრამპთან მნიშვნელოვანი განხილვის შემდეგ კარგ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, - "ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და თავიდან ავიცილებთ ტარიფების ესკალაციას“. 

25%-იანი ტარიფი ფრანგულ ღვინოზე უცველი დარჩება.