მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი General Motors-ს: დაუყოვენებლივ გახსენით სულელურად მიტოვებული ქარხანა და დაიწყეთ სასუნთქი აპარატების წარმოება

5e7f03d9ecfca
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 12:10
2266
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი General Motors-ს აკრიტიკებს და თან სასუნთქი აპარატების წარმოებას უკვეთავს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, „General Motors-ი დროს კარგავს“ და ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად ქმედებებია საჭირო.

ამასთან, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „General Motors-მა დაუყოვენებლივ უნდა გახსნას ოჰაიოში მდებარე სულელურად მიტოვებული ქარხანა ან სხვა ქარხნები და დაიწყოს სასუნთქი აპარატების წარმოება. ახლავე!!!“.

თავად General Motors-ში კი განაცხადეს, რომ აპრილიდან მათ თვეში სულ მცირე 10 000 სასუნთქი აპარატის წარმოება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 104 000-ზე მეტი შემთხვევაა. ქვეყანაში 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.