მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ავიაკომპანიებს ფინანსური დახმარება არ დასჭირდებათ

5e6601b04f4f6
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 12:55
823
კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან შეხვედრა გამართა. როგორც ტრამპი ამბობს, კორონავირუსი აზარალებს საავიაციო ბიზნესს, მაგრამ მათ ამ ეტაპზე ფინანსური დახმერებისთვის არ მიუმართავთ. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider- ი ავრცელებს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ ნეგატიურ მოვლენებში რაღაც დადებითის დანახვაც შესაძლებელია.

„მართალია, კორონავირუსი საგრძნობლად აზარალებს ავიაკომპანიებს და ტურიზმს, მაგრამ არის ერთი პოზიტიური რამ, ამდენი ხალხი ქვეყნის ფარგლ3ბს გარეთ აღარ გადის და ფულს ჩვენს მაღაზიებსა და სასტუმროებში ხარჯავენ“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს ქვეყნის შიგნით ფრენების არ უნდა ეშინოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში COVID-19-ის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

"დიახ, აბსოლუტურად უსაფრთხოა", - განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას ჰკითხეს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყნის შიგნით საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ავიაკომპანიები Southwest Airlines, United Airlines, American Airlines და JetBlue Airways ესწრებოდნენ.