მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს

5e96b48ea03a9
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 11:25
1247
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპი აცხადებს, რომ საქმის მოკვლევა მიმდინარებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის არაჯეროვან ქმედებასთან დაკავშირებით, რადგან ორგნიზაციამ სათანადოდ ვერ გაართვა თავი ვირუსის მართვას და დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია.

ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად, აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.

"ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო მიეღო, შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და "მათ დაუჯერებელი პრობლემები აქვთ".