30.მარტი .2020 10:55

ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპრილის ბოლომდე ახანგრძლივებს

views 505
უკან

აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ვირუსის პიკი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დადგება, რა დროსაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

„რაც უფრო კარგად დავიცავთ არსებულ წესებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს კოშმარი. ჩემი ვარაუდით, აშშ-ში სიტუაცია 1 ივნისიდან გაუმჯობესდება და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ქვეყანა აღდგომამდე ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე გახსნილიყო და ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ნიუ-იორკშია, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-სს აჭარბებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის 142,735 შემთხვევა ფიქსირდება (ბოლო 24 სთ-ში +275 შემთხვევა). გარდაცვლილია 2,488 ადამიანი. ვირუსისგან 4,559 პირი განიკურნა.