მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან $2.5 მილიარდის გამოყოფას ითხოვს

5e54cce297346
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 11:45
925
თეთრი სახლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან $2.5 მილიარდის გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera.com ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლი აღნიშნავს, $1 მილიარდზე მეტი ვაქცინის შექმნაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი - ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასა და სამედიცინო ნიღბებზე.

„ტრამპის ადმინისტრაცია COVID-19 კორონავირუსის გავრცელებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ასე რომ, ადმინისტრაცია კონგრესს დღეს წარუდგენს გეგმას, რის მიხედვითაც დამატებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს ვირუსთან საბრძოლველად“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 53 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; 14 მათგანი უხანიდან რეპატრირებული პირები არიან.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება და 80,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს.