06.მაისი .2020 22:53

ტრამპი: კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფი ეკონომიკის გახსნის საკითხზე გადაერთვება

views 300
უკან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფი გადაერთვება ეკონომიკის გახსნის საკითხებზე. შეგახსენებთ, მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ პანდემიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის დახურვას გეგმავდა.

ტრამპის თქმით, ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს განუსაზღვრელად და ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის გახსნაზე.

დონალდ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა შეიცვლება, უცნობია, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ადამიანების ნაწილი ჯგუფს შესაძლოა დაემატოს ან პირიქით გამოაკლდეს.

ჯანდაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ აშშ-ის მთავრობას, რომ ვირუსი შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს, როდესაც ბიზნესების გახსნა დაიწყება.

შეგახსენებთ, აშშ-ში ამ დრომდე დაინფიცირების 1 248 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 73 000-ს სცდება.