მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი მცირე ბიზნესის დასახმარებლად $50 მილიარდს გამოყოფს

5e69ea012f8e5
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 23:45
1122
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია 50 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს იმ მცირე ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამის შესახებ ინფომაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მცირე ბიზნესების ადმინისტრაციამ (Small Business Administration) აღნიშნული ფინანსური რესურსი უნდა გადაანაწილოს დაბალ საპროცენტო განაკვეთიან სესხებზე.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არ არის ფინანსური კრიზისის შემთხვევა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელსაც ამერიკა და მსოფლიო გადალახავს.

ტრამპმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ ყველა პიროვნებას ვისაც სამსახურის დროებით დატოვება მოუწია კორონავირუსის გამო, ექნება ანაზღაურებადი შვებულება.