29.ნოემბერი .2019 00:25

ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN

views 8745
უკან

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ნატო-ს ბიუჯეტში აშშ-ის კონტრიბუცია მნიშვნელოვნად შეამციროს. ამის შესახებ „სიენენის“ ცნობით, ამერიკელი და ნატო-ს მაღალჩინოსნები იტყობინებიან.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი აცხადებს, თანხას, რაც ნატო-ს ბიუჯეტში უნდა გადაერიცხათ, ვაშინგტონი ევროპაში  ცალკეული პროგრამების განხორციელებას ისეთ ქვეყნებში მოახმარს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო.

ამ დრომდე აშშ-ის კონტრიბუცია ნატო-ს ბიუჯეტში 22%-ს შეადგენდა. თუმცა, იგეგმება, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 16%-მე შემცირდეს.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები კოლექტიური თავდაცვისთვის არასაკმარისი თანხების გამოყოფის გამო, ვინაიდან, მაგალითად, გერმანიის კონტრიბუცია ნატოში 14,8%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა