მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს

6058aa5b586d4
ნათია თაქთაქიშვილი
22.03.21 21:35
736
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა განაცხადა, მათი ვარაუდით, ტრამპი საკუთარი პლატფორმით დაახლოებით 2-3 თვეში დაბრუნდება და ეს იქნება სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ სფეროში თამაშის წესებს განსაზღვრავს.

მილერის განმარტებით, ამ ეტაპზე ტრამპის იდეა ფორმირების ეტაპზეა და ყველა ელოდება რა სახის სოციალურ პლატფორმას შემოგვთავაზებს ის.

„რამდენადაც ვიცი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობისსურვილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი რომ ეს იქნება დიდი ქსელი, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს გააერთიანებს“, - განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს „ტვიტერზე”, „ფეისბუქზე“ და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს. სოციალურმა ქსელებმა მაშინ ტრამპს კონგრესზე შტურმის წახალისებაში დასდეს ბრალი.