მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი სოციალური მედიის კომპანიების დახურვით იმუქრება

5ecebdd4607fc
თამთა ჯიჯავაძე
27.05.20 23:20
1685
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დახურავს სოცმედიის კომპანიებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდედ განაცხადა, რაც Twitter-მა ტრამპის „ტვიტების“ გადამოწმება დაიწყო.

„რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ სოციალური მედია პლატფორმები აჩუმებენ კონსერვატორების ხმებს“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე და დასძინა, რომ სოცმედიის კომპანიები ან „ძლიერად“ უნდა დაარეგულირონ, ან დახურონ.

გასულ წელს, Twitter-მა განაცხადა, რომ აკრძალავადა პლატფორმაზე ყველა პოლიტიკურ რეკლამას. ბოლო თვეების განმავლობაში კი კომპანია ამოწმებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ისეთ „ტვიტებს“, რომლებიც შეიცავს ვირუსთან დაკავშირებით კონსპირაციების შესახებ შინაარს – მაგალითად როგორიც იყო მილიარდერი ბილ გეითსის ან 5G ტექნოლოგიების დადანაშაულება ვირუსის გავრცელებაში.