21.სექტემბერი .2020 20:50

ტრამპი: TikTok-ის და Oracle-ის გარიგების მომხრე ვარ

views 302
უკან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა TikTok-ის და Oracle-ის გარიგებას და შესაბამისად TikTok-ის აპლიკაცია ოპერირებას გააგრძელებს აშშ-ში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტრამპმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მიესალმება ამერიკული კომპანიების Oracle-ის და Walmart-ის თანამშრომლობას TikTok-თან.

როგორც გამოცემა წერს, TikTok-ის და Oracle-ის გარიგებამ გავლენა არ იქონია WeChat-ის აპლიკაციის აკრძალვის საკითხზე, რომელიც აშშ-ის მომხმარებლებისათვის 20 სექტემბრიდან აღარ არის ხელმისაწვდომი.

ხოლო რაც შეეხება TikTok-ს, ტრამპი აცხადებს, რომ აღნიშნული გარიგება არის გარანტია იმის რომ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია აბსოლუტურად დაცული იქნება.

„ამ გარიგებით, 100 მილიონზე მეტი ამერიკელის პირადი ინფორმაცია 100%-ით დაცული იქნება, ასე რომ მე ამ გარიგების მომხრე ვარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი აღნიშნავს, რომ TikTok-ი მთლიანად Oracle-ის და Walmart-ის მიერ გაკონტროლდება. ამ გარიგების ფარგლებში მათი წილი ჯამურად 20% იქნება: 12.5%-იანი წილის მფოლბელი Oracle-ი იქნება, ხოლო Walmart-ის მფლობელობაში - 7.5%-ი იქნება.

კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გარიგების საფუძველზე 25,000 მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გადასახადების სახით აშშ-ის 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გადაუხდიან.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ს მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამასთან ყველაზე მეტი აშშ-სა და ინდოეთში.