მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება

5d9c6331bdd49
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 17:00
844

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელმა მუქარამ თურქული ლირა ბოლო თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. ორშაბათს, თურქეთის ეროვნული ვალუტა 2%-ით დაეცა და ერთი დოლარი 5.8061 ლირა ღირდა.

 

”როგორც უკვე ვთქვი და ახლა კიდევ გავიმეორებ, თუკი თურქეთი რამეს გააკეთებს, რასაც მე, ჩემი დიდი და ამოუცნობი სიბრძნით, ზღვარგადასულად მივიჩნევ, მთლიანად გავანადგურებ და აღმოვფხვრი თურქეთის ეკონომიკას (მე ეს უკვე გავაკეთე !)”, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება ზღვარგადასული საქციელი.

 

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. როგორც ტრამპმა დაწერა, "დადგა დრო, რომ თავი დააღწიონ ამ დაუსრულებელ სასაცილო ომებს".



შეგახსენებთ, რომ  ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით იანვარშიც დაემუქრა, თუ ისინი სირიაში ქურთებს თავს დაესხმებოდნენ.